„ლელო - ძლიერი საქართველო" თეა წულუკიანის და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს

ირაკლი კუპრაძე

"ლელო - ძლიერი საქართველო" პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის და კომისიის წევრების გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს.

მათ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ კითხვები აქვთ კომისიის მიერ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციებზე.

"პასუხი გასცენ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ კითხვებს. რას წარმოადგენს ეს საცირკო წარმოდგენა, შესაბამისი არალეგიტიმურიკომისიით. თავის მხრივ, რა ლეგიტიმაციით სარგებლობს არალეგიტიმური კომისია. მათ შორის, მას ცილისწამებაზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. ეს განაცხადი დრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევა", - განაცხადა ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.