„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს...“ - რას წერს მანანა თოქმაჯიშვილი

მანანა თოქმაჯიშვილი

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

„მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება.

პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, 100%-ით დაუფინანსდება.

ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარს შეადგენს.

ვფიქრობ, მართლაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირებისა და მათი ოჯახების“,-წერს მანანა თოქმაჯიშვილი.