პაპ ლეო XIV-ის ძმებს ეშინიათ, რომ ძმას ვეღარასდროს ნახავენ და უცნაურ წინასწარმეტყველებაზე საუბრობენ
1746822590
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ აჩერებს იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებს, ისრაელის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, 8 მაისს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი შეხვდა.
აშშ-ის მედია წერს, რომ შეხვედრაზე ირანის ბირთვული პროგრამა და ღაზაში მიმდინარე ომი განიხილეს.
როგორც „აქსიოსი“ წერს, შეხვედრა, გარკვეულწილად, უჩვეულოა იმით, რომ, როგორც წესი, პრეზიდენტები არ ხვდებიან უცხოელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები.
დონალდ ტრამპმა თავდასხმების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტი და პორტი დაბომბა, თელ ავივის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ.
როგორც „აქსიოსთან“ საუბარში ისრაელის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, შოკირებული იყვნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არაფერი უთხრა მათ და ამის შესახებ ტელევიზიით გაიგეს.
რონ დერმერი ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, სადაც ისრაელის შეშფოთება გამოთქვა.
ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა, თუმცა ისრაელში არ ჩავა.