დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
თბილისში შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მანქანაში მყოფი ერთი პირი დაშავდა.
ავარიის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.
„მორიგი შემზარავი ავარია შარტავაზე! დიახ, იგივე ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ პატარა დათის ინციდენტი მოხდა!
ეს ქუჩა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა, არაფერი იცვლება და ჩვენ კი, ან მსხვერპლი ვხდებით, ან შემთხვევის შემსწრენი!
თითქოს მოაწესრიგეს ქუჩა, ერთი-ორი შუქნიშანი დააყენეს, მაგრამ მძღოლებს მაინც არ უნდათ სიჩქარის შემცირება, ყველა დასწრებაზე და გასწრებაზეა!
გოგონა გათიშული იყო და მის მდგომარეობაზე სამწუხაროდ არაფერი ვიცით, მასთან ერთად ბიჭიც იყო, ის გონზე მოვიდა სანამ სასწრაფო მოვიდოდა, თუმცა ახლა არც მისი მდგომარეობის შესახებ ვიცით.
ორი ექიმი აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე, სასწრაფოს მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ მთელი ძალებით ცდილობდნენ გოგონას დახმარებას“,- წერს მოქალაქე.