გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
8 წლის დათის ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილზე ემოიციურ პოსტს აქვეყნებს:
„თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით, ნუ, ვცდილობდით მაინც მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე დეე, გთხოვ…“, - წერს დაშავებული ბავშვის დედა.
ცნობისვის, თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ავტომობილის მძღოლს, დავით ჯალაღონიას.
მოზარდი ისრაელში სამკურნალოდ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.