გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
8 წლის დათის ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. შარტავას ქუჩაზე დაშავებულ მოზარდს რიგით მეექვსე ოპერაცია სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ისრაელში მცხოვრები თეა ცხადაძე აანონსებს საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც ქალაქ აშდოდში გაიმართება და ადგილობრივ მომღერლებს საქართველოდან მსახიობი გიორგი ცაავაც შეუერთდება.
„სპეციალურად დათიკოსათვის - საქართველოდან ჩამოდის ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი გიორგი ცაავა. „დათიკოსათვის“ - 11.05.22 ქალაქ აშდოდის საკონცერტო დარბაზში. „იად ლებანიმ“ ტარდება საქველმოქმედო კონცერტი 8 წლის დათიკოსათვის. კონცერტში მონაწილეობენ: გიორგი წერეთელი, კაკული გურიელაშვილი, სივან გურიელაშვილი, მიშელ გურიელაშვილი, შაბი კორენი, მორის ჯანაშვილი, ბადრი ჯანაშვილი, ფიქრია მეგრელაძე, გვანცა შალვაშვილი, მაია ვერძეული, ვასო მელექსიშვილი, იოსი მაგორი, იგალ გინატი და J N B თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით.
დასაწყისი 20:30 საათზე.
ბილეთების დასაჯავშნად და შესაძენად დარეკეთ: 0534688887 - თეა. კონცერტზე შემოსული თანხა მოხმარდება დათიკოს მკურნალობას. დიდი მადლობა ბატონ მოშე ბოთერაშვილს და კონცერტში მონაწილეებს, რომელთაც გულთან მიიტანეს ჩვენი დათიკოს ჯანმრთელობა. სიკეთე გადამდებია. მადლობა თქვენ ჩემო ქართველებო და ქართველო ებრაელებო ღმერთმა დაგლოცოთ.“ - წერს თეა ცხადაძე.
დავეხმაროთ დათის:
GE90BG0000000101545483
GE05TB7962745064300024
პირადი ნომერი: 01007011324 მიმღები ქრისტინე მამუკაშვილი