საოცარია დათის მამის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო.. მითხრა, არც კი შემიგინებიაო... - მამა შალვა

დათი - მამა შალვა

მამა შალვა კეკელიამ ცოტა ხნის წინ შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებული, 8 წლის დათი ქოქრაშვილი და მისი მშობლები ისრაელის კლინიკაში მოინახულა.  მამა შალვას თქმით, სასწაულს ელოდება.

„რთული მდგომარეობაა. გაოგნებული დავრჩი მისი მშობლების გაცნობით. ირაკლი და ქრისტინე საოცარი ადამიანები არიან. საოცარია ირაკლის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო. მითხრა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო… ასეთ სულიერ სიმაღლეს იშვიათად ნახავთ ადამიანში. საოცარი მშობლები ჰყავს ამ დათუნას და ირაკლი იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზეც გვახლდა. პატრიარქმა დალოცა ირაკლიც და დავითიც. სასწაულს ველოდებით, რომელიც აუცილებლად მოხდება და ბავშვი გადარჩება.

მუხლდაჩოქილი იკითხება ლოცვა და მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. როგორც ყველა მღვდელი ლოცულობს, მეც ისე ვილოცე იქ. ღვთის ნებით, მოგვეცა საშუალება, რომ გველოცა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით. როცა შეგიძლია მიხვიდე და პარაკლისი გადაუხადო, მსახურება ჩაუტარო, ზეთი აცხო, ამაზე კარგს რას გავაკეთებდით? ოჯახს ნუგეში მივეცით…“ - განაცხადა სასულიერო პირმა „სარკესთან“.

დავეხმაროთ დათის:

GE90BG0000000101545483

GE05TB7962745064300024

პირადი ნომერი: 01007011324 მიმღები ქრისტინე მამუკაშვილი