ერთმანეთს ორი მანქანა დაეჯახა - ვრცელდება კადრები ადგილიდან

ავარია

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა დაეჯახა.

ინფორმაციას და კადრებს შემთხვევის ადგილიდან სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი, 35 წლამდე კაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.