7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ამობრუნდა.
შემთხვევის დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. პაციენტს გაეწია სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერილია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.