,,ემოციური გამოდგა... იყო ცრემლიც და გაოცებაც..." - რა აჩუქეს გიორგი კეკელიძეს

გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საჩუქრად მეოცე საუკუნის ქართული პოეტური კრებულის ორიგინალი მიიღო.

,,ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალია. გალაკტიონ ტაბიძე - ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით" - 1919 წელი. დღეს მაჩუქა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნინო გედენიძემ. ემოციური გამოდგა ჩუქების ამბავი: დედამისი ახლახან გარდაიცვალა. ჩვენი საქმეების გულშემატკივარი გახლდათ და ეს წიგნი დაუტოვებია ჩემთვის ზეპირ ანდერძში. შესაბამისად - იყო ცრემლიც და გაოცებაც. დიდი საჩუქარია", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.