დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსი“ აუტსაიდერ სალომე უშხვანის შემდეგ დიმიტრი ლიპარტელიანმა და ნიკო ქართველმაც დატოვეს.
როგორც დიმიმ ,,პრაიმ ტაიმს" უთხრა, ისინი პროექტში აღარ დაბრუნდებიან.
დიმი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დანარჩენს, იურისტებთან გაივლის.
,,დავტოვეთ პროექტი მეც და ნიკოლოზმაც. აღარ ვბრუნდებით. ძირითადი მიზეზი უკვე ისედაც გაჟღერებულია. დანარჩენს იურისტებთან გავივლით სამართლებრივად, რა, როგორ იქნება, შემდეგ გავაჟღერებთ. ვიცით, რომ მოგვიწევს 20 000 ლარის გადახდა", - განუცხადა დიმიმ ,,პრაიმ ტაიმს".
მაშინ, როცა საკუთარი გადაწყვეტილება მონაწილეებმა გულშემატკივრებს გააცნეს, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
დიმი ლიპარტელიანი: „ვგეგმავთ, რომ შევქმნათ ბენდი, სიმღერას ვაპირებთ. ქართველი დიზაინერების გამონათებაზე, წარდგენაზე, ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ“.
ნიკო ქართველი: „ყოველ დღე ლაივები გვექნება, ყოველ დღე გაგესაუბრებით კითხვა-პასუხის რეჟიმში, გაგახარებთ და ჩვენც გავიხარებთ“.