ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა - ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

ავარია

მძიმე ავარია მოხდა თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზაზე. თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო, სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

✕