მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა - ტრაგედია ადიგენში
1757344513
დღეს, თბილისის დროით 14:52 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა 4.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
მომხდართან დაკავშირებით„პრაიმტაიმი“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერს კობა მურადაშვილს ესაუბრა.
„ბიძგები საკმაოდ იგრძნობოდა. 4.2 მაგნიტუდა დაფიქსირდა, როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია. ამ ეტაპზე ნგრევასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. თუ ვინმეს დაკეტილი სახლი ჰქონდა, როგორც წესი მოქალაქეები შემდგომ აცხადებენ ხოლმე დაზიანების შესახებ. სოფელი სადაც მიწისძვრა დაფიქსირდა არ არის დიდი, დაახლოებით 20-30 კომლი ცხოვრობს“, - გვითხრა კობა მურადაშვილმა