იანვრიდან დმანისის სოფელ ბოსლებში მცხოვრები ბავშვები სწავლას ახალ სკოლაში გააგრძელებენ

დმანისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

სოფელ ბოსლების 280 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა. სკოლის შენობაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოსწავლეები, რომლებიც, სკოლის რეაბილიტაციამდე, რთულ პირობებში იღებდნენ განათლებას, უკვე 2023 წლის იანვრიდან გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ სწავლას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 45 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა დაასრულა. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 124 მილიონი ლარი შეადგინა.