დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.
"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.
6 აგვისტოს მოხდა შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის რუსთაველების 18 წლის სამირა ისაევას და 60 წლამდე მარინა ხორბალაძის იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამ რუსთაველს 24 წლის კოტე მაისურაძეს, 4 წლის დავით ხორბალაძესა და 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძეს ეძებენ.
ასევე წაიკითხეთ:
„დნმ ემთხვევა, ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი... ვეძებ ბიჭს“ - დავით მაისურაძე
იდენტიფიცირებულია კიდევ 2 ცხედარი - სტიქიას რუსთაველი დედა-შვილი ემსხვერპლა
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებენ