1753102140
იდენტიფიცირებულია კიდევ 2 ცხედარი - სტიქიას რუსთაველი დედა-შვილი ემსხვერპლა

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა.
ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.
„ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552

ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300