66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.
სამაშველო ღონისძიება შოვში აქტიურად დილიდან განახლდა და ამ წუთებშიც გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.
დილიდან ამ დრომდე სტიქიის ზონაში ჩარჩენილების უსაფრთხო ადგილას გამოსაყვანად უკვე 4 საევაკუაციო რეისი შესრულდა.
ძლიერი წვიმებმა ადგილობრივი მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად 3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების გამო ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა. მეწყერმა წაიღო კოტეჯების ნაწილი, ნაწილი კი მოიწის მასით დაფარა. ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა კი 2 ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„მთის ამბები“ ავრცელებს ფოტოს, რომელიც არის დასატაურებული- „დაკარგულ ძმას ეძებს“...