PHOTO: პირველი კადრები შოვიდან - მეწყერში მოყოლილის გადაღებულ კადრებს „მთის ამბები“ ავრცელებს

მეწყერის ადგილი შოვში

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შოვში, მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვითარება ძალიან მძიმეა. მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა.

"მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არაა. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი", - ამბობს ადგილობრივი.

შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.