VIDEO: ვინ არის ქალი, რომლის ხმასაც მეტროში ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ისმენს
1699122253
დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.
სამაშველო ღონისძიება შოვში აქტიურად დილიდან განახლდა და ამ წუთებშიც გრძელდება. დილიდან ამ დრომდე სტიქიის ზონაში ჩარჩენილების უსაფრთხო ადგილას გამოსაყვანად უკვე 4 საევაკუაციო რეისი შესრულდა.
მეწყერი შოვში, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.
ასევე ნახეთ: