გაუპატიურებულმა მამაკაცმა ბულინგს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა - რა შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს ბუჩას მერი

bucha

მარტო ქალები არ იტანჯებიან: დამპყრობლებმა ვორზელის ბავშვთა სანატორიუმის დაცვის თანამშრომელი გააუპატიურეს, სტრესს და ტრავმას კაცმა ვერ გაუძლო, გაუპატიურებული მამაკაცი გარდაიცვალა.

კიევის რეგიონის გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი მრავალი სისასტიკის შესახებ. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არა მხოლოდ უმოწყალოდ ხოცავდნენ, არამედ ქალებს და ბავშვებსაც კი აუპატიურებდნენ.

ასევე, ცნობილი გახდა ოკუპანტების შემზარავი მორიგი დანაშაული - მათ მამაკაციც გააუპატიურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"რუსი ცხოველების მსხვერპლი არა მხოლოდ ქალები გახდნენ, ცნობილია, რომ დამპყრობლებმა ვორზელში ბავშვთა სანატორიუმის დაცვის თანამშრომელი კაციც გააუპატიურეს“ - ამის შესახებ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

"მეტს ვიტყვი, ვორცელში, ორლიონოკის ბავშვთა სანატორიუმში, მცველი მამაკაციც გააუპატიურეს. ამ ბულინგს მან ვერ გაუძლო და გარდაიცვალა", - თქვა ფედორუკმა.

ფედორუკმა არ უპასუხა კითხვებს ქალაქში გაუპატიურებული ქალებისა და გოგონების შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი კვლავ ცხოვრობენ კიევის მახლობლად ამ პატარა ქალაქში, სადაც ბევრი ადამიანი ერთმანეთს იცნობს.

"ქალაქი პატარაა, ასე რომ, ვფიქრობ, არ ღირს გოგონებისა და ქალების შეურაცხყოფა, რომლებმაც  ფსიქოლოგიური ტრავმა უკვე მიიღეს. მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ბუჩას მერს ერთ-ერთმა ოკუპანტმა უამბო, თუ როგორ ესვრიან დამიზნებით რუსები უკრაინელ ქალებს.