"ხომ გჯეროდა უფლის, რატომ გაგწირა მაკა?!" - იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

jpg

იტალიაში, ქალაქ ბარიში, 37 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ამ ინფორმაციას საინფორმაციო გამოცემა exclusivetv ავრცელებს. 

გარდაცვლილი მაკა წიგნაძეა. ის ემიგრაციაში 3 წლის განმავლობაში იყო და ქალაქ ბარიში შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

აწ გარდაცვლილი მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა, რომელიც ვერ დაამარცხა.

„ხომ გჯეროდა უფლის, რატომ გაგწირა მაკა? როგორ გინდოდა და გწყუროდა სიცოცხლე შენი ლამაზი შვილებისთვის.

ცუდად იყავი და მაინც შემართებას არ კარგავდი.

ვიწვი, შენი შვილების ცოდვით. მთელი ბარის ემიგრანტები გტირით მაკუ“. - წერს ქალაქ ბარში მცხოვრები ემიგრანტი თეა მეგრელიშვილი.