დაღუპულია ორი ადამიანი - შემზარავი ავარიის დეტალები

ავარიაა

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ.

დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.