კადრები სტიქიის ზონიდან - კახეთში გრიგალის გამო, ათობით მანქანა დაიმტვრა, პარალიზებული მოძრაობა
1686088464
მუსიკოს კოტე კანდელაკს ოჯახის წევრები და მეგობრები მეორე დღეა ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მუსიკოსი უკანასკნელად გუშინ, მცხეთაში ნახეს.
„გუშინდელი საღამოს მერე, ჩვენი მეგობარი კოტე კანდელაკი გაუჩინარდა. ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ იქნებ დაგვეხმაროთ მის პოვნაში“, - წერს მომღერალი სალიო სოციალურ ქსელში.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან სამართალდამცველები. „პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.