ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჭოგნარში. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.
„დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალი მომხდარია და, ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან“, - ამბობს თვითმხილველი.