პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოსკოვის გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავარია მოხდა. მძღოლი ჯერ მოაჯირს შეეჯახა და შემდეგ ამობრუნდა. ავარიის შესახებ გავრცელებულმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქეები კონკრეტულ გზაზე ე.წ. ჭკვიანი კამერების დაყენებას ითხოვენ. ზოგიერთი ადამიანი კი ამბობს, რომ ასეთ დროს კამერაც არ შველის, თუ მძღოლმა სიჩქარე თავად არ აკონტროლა.
"პარკია საშიში თუ ადამიანთა ქცევა?"
"თუ თვითშეგნება არ აიმაღლა ხალხმა და სხვისი სიცოცხლის პატივისცემა არ ისწავლა, ისე არც კამერა უშველის, არც ჯარიმა და არც არაფერი. სადაც მოაჯირი გაინგრა, იმ სკამზე მამა იჯდა 4-5 წლის შვილთან ერთად, ვხედავდი, როგორ გადაუფრინათ ზემოდან მოაჯირის და მანქანის ნამსხვრევებმა. სასწაულმა გადაარჩინა, რომ არაფერი არ დაუშავდა არცერთს"...
"მოვითხოვოთ, დავწეროთ განცხადებები, სანამ ვინმეს არ შეიწირავენ! ჩვენი შვილები დადიან აქ ყოველდღე და სწრაფი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას";
„პარკი კი არ არის საშიში - გადარეული მძღოლები არიან საშიშები";
"კამერაც არ უშველის, თუ მაგ სიჩქარით დადის მძღოლი, აზრი არ აქვს";
"კამერები არაფერ შუაშია, თუ ჯერ თვითშეგნება არ გექნება. ამდენი უბედური შემთხვევა მოხდა, იქ ბავშვს დაუნგრიეს ცხოვრება, ოპერაციას ოპერაციაზე უკეთებენ. იქ თელავში ქალი მოკვდა... მეც მძღოლი ვარ და არის მომენტი და შემთხვევა, მაგრამ თუ გაზაობა გინდა, წადი რა რუსთავში ან ბამზე გადი. პროსპექტზე იმდენი ზებრაა, ელემენტარულია, ხალხს არ სცემ, ძმაო, პატივს და არასწორია ეგ. ბავშვები თამაშობენ და ქალები დადიან. ვინმე რომ დაზარალდეს ჩემიანი, ილოცოს... გავითვალისწინოთ ერთმანეთი და ვიზრუნოთ"...
"პროსპექტის ბოლოში უნდა დაყენდეს ორივე მხარეს კამერა, რომელიც სიჩქარის დროს ითვლის და ეგეთი ამბები აღარ იქნება" - წერენ კომენტარებში.