მთავარია, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

"ამ ეტაპზე მთავარი არა იმდენად რუსეთის შეკავების საკითხი, არამედ ის არის, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. შესაბამისად, ძლიერი პოზიციები ჰქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სავარაუდოდ, ეს არის ის, რაც საბოლოოდ მოხდება. ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტ დროს, ეს როდის მოხდება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რას გავაკეთებთ - ეს არის უკრაინის ეფექტიანი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. ჩვენ განვაგრძობთ ამ გზას, სანამ რუსული აგრესია უკრაინაში გრძელდება. მხოლოდ რუსეთს აქვს სრული უფლებამოსილება შეაჩეროს ის, რაც თავად დაიწყო“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN

👉 VIDEO: რუსეთში, ბოლო ზარზე, პუტინს და უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ