ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

ლენტა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა  2 დღის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაზარალებულს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.