სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს

ვაჟა თოდუა

სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს. საქმე ორ ეპიზოდად გაიყო. 16 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეეფარდა.

პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი 2 დღის წინ წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ: ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს. ასევე დაშინების, კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" მართვასა და ორგანიზებაში.

"ქურდული სამყაროს" წევრები, "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოქალაქეთა შორის არსებულ დავებზე. დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება 8 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. აღნიშნულ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება რვავე პირის მიმართ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას. ქალბატონს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაულში ამხილა ორი პიროვნება", - განაცხადა საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ.