სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილთან  ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და გაგა კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

მინისტრი, დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა.

ასევე, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გუდაურის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო.