„ჩემო თვალებციმციმა ძმაო, მაგდას და შენს პატარას მიგიხედავ...“ - ტრაგიკულად დაღუპული ბაიკერის და

საბა ტუღუში

სამტრედია-აბაშის გზაზე, სოფელ გაუწყინართან ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. დაღუპულები საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი არიან.

ავარიის შედეგად, ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა, სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.

ექიმებმა მეორე ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც დაღუპული საბა ტუღუშის და სოციალურ ქსელში წერს  პატარა შვილი და მეუღლე დარჩა.

„ჩემო თვალებციმციმა ძმაო, მაგდას და შენს პატარას გპირდები, მიგიხედავ. ისეთი გაიზრდება, გპირდები, როგორსაც ისურვებდი… ნეტა ხედავდე რა დღეში ვართ ჩემო ძმაო, ეს რა გვიქენი“,- წერს დაღუპული ბიჭის და.