1764622090
„კანს აქვს მახსოვრობა. როცა გეშინია, კანი ცივდება, როცა გწყინს, ფერმკრთალდება" - კოსმეტოლოგი განმარტავს
კოსმეტოლოგი, სოფიო თოიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
„კანს აქვს მახსოვრობა. როცა გეშინია, კანი ცივდება, როცა გწყინს, ფერმკრთალდება. როცა გიხარია, ანათებს. კანი ყველაზე დიდი ორგანო და ემოციური ფარია, ის გრძნობს ყველაფერს. ხშირად გამონაყარი, სიმშრალე, გაღიზიანება არა მხოლოდ კოსმეტიკური, არამედ დაძაბულობის გამოძახილია, თითქოს კანი გეუბნება, შეჩერდი, დამშვიდდი, მოუსმინე საკუთარ თავსო. როცა არ ადარებ შენს სახის კანს სხვას და უვლი - კანი, რა თქმა უნდა, დადებითად რეაგირებს და ის იხსენებს, რომ უსაფრთხოდაა. ნამდვილი ესთეტიკა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ხვდები, რომ სილამაზე არ არის მხოლოდ გარეგნობა, ის შენი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც კანს ასხივებს".










