„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
სამტრედია-აბაშის გზაზე, სოფელ გაუწყინართან ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. დაღუპულები საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი არიან.
ავარიის შედეგად, ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევა, სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.
ექიმებმა მეორე ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს