ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა

ავარიაა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა,ხოლო ერთი  დაშავდა. გარდაცვლილია შუა ხნის ასაკის  მამაკაცი.

ამასთან, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაიმტაიმს განუცხადეს,რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი.

"სამწუხაროდ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ხამისქურის მთავარ საავტომობილო გზაზე. უბედურმა შემთხვევამ შეიწირა ჩვენი თანასოფლელი, უპატიოსნესი კაცი - რადი შელია.',-წერენ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში.