1791316484
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
65 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.










