ავტომობილი ცხენს დაეჯახა! - ვითარება ადგილზე

avaria

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გულარის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავტომობილი გზაზე მოულოდნელად გამოსულ ცხენს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა, ხოლო მძღოლი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.