პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თამარ ბეჟუაშვილი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომას ბრალდებული პაატა ბურჭულაძე არ ესწრებოდა. სხდომაზე კი ისაუბრეს პაატა მანჯგალაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ.

ბრალდების მხარემ წარადგინა კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულები თავის მართლებას ცდილობდნენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განუცხადა, მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.

„სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირთა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის, ორგანიზატორების. ასევე, კონკრეტულ პირთა მიმართ. მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა“, - აღნიშნა პროკურორმა.