გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ

გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები

გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

გიგა ავალიანის დედა, ეკატერინე კუპატაძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზაობა გამოთქვა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.