„2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი, ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი...“ - რას წერს გიორგი გასვიანი

გიორგი გასვიანი

მსახიობი და ტეელწამყვანი გიორგი გასვიანი თავის ტკივილთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე წერს.

„2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი  ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი.. არც შაკიკი... არც მიგრენა... ექიმებმა დაძაბულობის გამოაო... 24/7-ზე მტკიოდა თავი! შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი: დავკარგე აიქოსის აპარატი, ახალი არ მიყიდია და რამდენიმე დღე დავანებე თავი აიქოსის მოწევას... უეცრად, თავის ტკივილები გაქრა...  და მივხვდი, რომ მენთოლიანი აიქოსის ყოველდღე მოწევა მტანჯავდა 2-3 წელი! ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი! ა მ ო ვ ი ს უ ნ თ ქ ე!!!“ - წერს გასვიანი.