ავარია ზუგდიდში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია ზუგდიდში

ზუგდიდში, აღმაშენებლის ცენტრალურ გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც სამი მანქანა დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, მგზავრებს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზიანებული ავტომობილები ევაკუატორს საჯარიმოზე გადაჰყავს.

ცენტრალური გზა ნაწილობრივ გახსნილია და ავტომობილების ნაკადს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ.

მძღოლი, რომლის მიზეზითაც ავარია მოხდა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.