როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
”აჭარა.News” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები იმყოფებიან. ცენტრალური გზის ნაწილზე მოძრაობა გადაკეტილია.
მომხდარზე შსს გამოძიება დაიწყო.