1746733863
როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი

რამდენიმე დღეა საქართველოში უამინდობაა. იმის დასადგენად, თუ როდის გამოიდარებს ქვეყანაში, „პრაიმტაიმი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს დაუკავშირდა.
როგორც სააგენტოში გვითხრეს, გრილი ამინდები საქართველოში 4 მაისამდე შენარჩუნდება.
ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება და იქროლებს ჩრდ.დასავლეთის ქარი.
3 მაისამდე დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება მთელს საქართველოში, იქნება ნალექიც, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. დასავლეთ საქართველოში 3 მაისამდე იქნება +12-7 გრადუსი , ხოლო აღმოსავლეთში +13-18 გრადუსი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ქარი შენარჩუნდება. ხვალ ნალექი აღარ იქნება. დღეს ღამით შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა.
რაც შეეხება ტემპერატურას, ღამით იქნება +9 გრადუსი, ხოლო ხვალ დღისით +18 გრადუსი. გრილი ამინდები შენარჩუნდება ქალაქშიც 4 მაისამდე. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა 3 მაისს.