პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებზე ინფორმაცია მოვიძიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძირითადად იმყოფებიან თურქეთის სხვა რეგიონებში და აღნიშნა, რომ უწყება მაქსიმალურად ცდილობს, დაადგინოს მათი ადგილსამყოფელი.
გამთენიისას საგრძნობი ბიძგები იყო ანკარაში. ძალიან მასშტაბური მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ რიხტერის შკალით 7,4 მაგნიტუდა შეადგინა, რომელიც არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ინფორმაციით, 1 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. დაიღუპა საქართველოს მოქალაქეც, ანთაკიაში, ჰათაის პროვინციაში, ეს არის სირიის საზღვართან ახლოს. ჩვენი ცხელი ხაზი ამოქმედებულია, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებზე.
საქართველოს მოქალაქეები ძირითადად არიან თურქეთის სხვა რეგიონებში, სტამბოლში, იზმირში, ანკარაში და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ ზომები და დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დღეს დააანონსა, რომ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი უკვე მზად არის გამოსამგზავრებლად, სრული ეკიპირებით, რათა დაეხმარონ მოძმე თურქ ხალხს“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.