პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში მომხდარი მეორე მიწისძვრა აფტერშოკი არ ყოფილა და დამოუკიდებელი მოვლენა იყო. ამის შესახებ BBC თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარასის პროვინციაში, ქალაქ ელბისტანში, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე დაფიქსირდა - პირველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.