რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე - ეკლესიის განმარტება
1768747700
ესპანეთის სამხრეთით მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ქვეყანაში ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფაა.
მადრიდისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავიდა, საპირისპირო ლიანდაგზე აღმოჩნდა და ქალაქ კორდობასთან ახლოს, ადამუსში, შემხვედრ მატარებელს შეეჯახა.
სარკინიგზო ქსელების ინფორმაციით, ორივე მატარებელში სულ 400 მგზავრი და პერსონალი იმყოფებოდა. ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, შეჯახებისას სულ მცირე 24 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ, მომხდარი შეაფასა როგორც „უკიდურესად უცნაური“ შემთხვევა. ოფიციალურმა პირებმა გამოძიება უკვე დაიწყეს