მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის, ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება წინსვლა ურთიერთობებშ

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის და მიესალმება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რეალურად სუფთა ფურცლიდან, სადაც ჩვენ გვექნება შესალებლობა, ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში იქნება გარკვეული წინსვლა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში.

„არაერთხელ გვისაუბრია აშშ-თან ურთიერთობებზე და იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც არის ეს ურთიერთობები, ამის მიზეზებზეც. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზად არის და მიესალმება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რეალურად სუფთა ფურცლიდან, სადაც ჩვენ გვექნება შესალებლობა, ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ პარტნიორული ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო წვლილის შემტანი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში, მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში და ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც იმსახურებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. იცით, რომ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ხვდა ურთიერთობების კონტექსტში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, ახალ ადმინისტრაციას, რომელიც დღეს არის აშშ-ში. ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში გვექნება გარკვეული წინსვლა ურთიერთობებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.