ანდრის კულბერგსი

მსოფლიო 1789397040

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ

უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა.მან ხაზი გაუსვა, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის. „ჩვენ ვერ ვიყიდით დროს. მათ [უკრაინელებმა] მოგვცეს დრო მომზადებისთვის, მაგრამ ჩვენ მას არასწორად ვიყენებთ“, - განაცხადა კულბერგსმა.პოლიტიკოსის თქმით, თითოეული დღე ყველაზე უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად უნდა იყოს გამოყენებული და მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება მშვიდობა.თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნების უფლებას აძლევენ - სპორტში, კულტურასა და სხვა სფეროებში. „ჩვენ კვლავ ვახდენთ მათ ნორმალიზებას“, - მიაჩნია კულბერგსს.ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია ევროპული საზოგადოების მეტი ინფორმირება არსებული რეალობის შესახებ.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში საჭიროა სოციალურ ქსელებში რუსულ „პროპაგანდისტულ მანქანასთან“ ბრძოლა, რომელიც სიცრუეს ავრცელებს, თუმცა საზოგადოებრივ განწყობებს ცვლის.

ალექსანდრ სტუბი

მსოფლიო 1787685233

საბოლოოდ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ჩემი აზრით, ეს იქნება ამ ომის საუკეთესო შედეგი, მოთმინება გამოიჩინეთ - ალექსანდრ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება მისთვის „წითელი ხაზია“.როგორც მან „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპის „წითელი ხაზები“ გულისხმობს იმას, რომ ევროპის უსაფრთხოება ევროპის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ უნდა განისაზღვროს.„ამასთან, უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ერთ გუნდში ვართ – უკრაინა და ევროპა, უკრაინა და ფინეთი“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, საბოლოო ჯამში, საქმე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებამდე უნდა მივიდეს.„ასე იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, უკრაინის ღირებულებითი საფუძველი ევროპაშია. რუსეთი ცდილობდა, უკრაინა რუსეთად ექცია, მაგრამ თქვენ აჩვენეთ, რომ ევროპელები გინდათ იყოთ. და არა მხოლოდ ამის გამო, თქვენი გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია. თქვენ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები გყავთ და თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილება გაქვთ“, – განაცხადა სტუბმა.მისივე თქმით, თუ თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ „ევროპა უკრაინას უნდა დახმარებოდა“, ახლა ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „უკრაინა ეხმარება მას“.ამასთან, როგორც ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა სწორედ ახლაა გახსნილი.

ukraina evrokavshiri

მსოფლიო 1787242320

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემის შეზღუდვა თანაბრად გავრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მისაღებად უკრაინიდან ჩასულ ქალებსაც მოუწევთ დამტკიცება, რომ ისინი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას არ ცდილობენ და უკრაინა კანონიერად დატოვეს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე.ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნები სამხედრო ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, მოქმედ სამხედრო სამსახურს ან წარსულში სამხედრო სამსახურის გავლას ეხება.ლამერტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში წევრ სახელმწიფოებს დამატებით რეკომენდაციებს მიაწვდის იმ უკრაინელთა კატეგორიებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვის რეჟიმი უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს.თუმცა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასეთ სტატუსს ავტომატურად ვეღარ მიიღებენ ახლად ჩამოსული უკრაინელი კაცები, რომლებიც ვერ დაადასტურებენ სამხედრო ვალდებულების შესრულებას უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს მოთხოვნა დაწესებულია „უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.როგორც „რბკ-უკრაინა“ წერს, აგვისტოს შუა რიცხვებში ესპანეთში დროებითი დაცვის სტატუსის გაფორმების მსურველმა უკრაინელებმა ხელისუფლების ახალი მოთხოვნების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ესპანეთში ქალებსაც მოსთხოვეს სამხედრო ვალდებულების შესრულების ან მისგან გათავისუფლების დამადასტურებელი ინფორმაციის, ასევე უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერის წარდგენა.ესპანეთში მდებარე უკრაინის საელჩოში აღნიშნული მოთხოვნები სწორედ ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით განმარტეს.გერმანიაში უკრაინის საელჩოც აღნიშნავს, რომ დროებითი დაცვის გაცემის ახალი წესების გათვალისწინებით, ყველა მოქალაქეს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, რეკომენდაცია ეძლევა, უკრაინიდან გასვლისას მესაზღვრეებისგან პასპორტში მიიღონ საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპი.

boris jonsoni

მსოფლიო 1786870025

„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდის სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა.საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) პროექტის პოდკასტში გამოსვლისას ჯონსონმა გაიხსენა საუბარი გერმანიის კანცლერის აპარატის მაღალჩინოსანთან, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინის სწრაფი დამარცხების სურვილი გამოთქვა.„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?..“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ეპიზოდი ყირიმის ანექსიის შემდეგ ბერლინისა და პარიზის ზოგადი და მცდარი სტრატეგიის ნათელი ილუსტრაციაა. ჯონსონის თქმით, დასავლელი პარტნიორები „ოჯახის ფსიქოლოგებივით იქცეოდნენ და ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას ოჯახურ სკანდალად აფასებდნენ“.

ზელენსკი

მსოფლიო 1786553653

იანვრიდან აგვისტომდე ჩვენმა ძალებმა ეფექტური შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე რუსული ოკუპაციისგან 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მათ შორისაა 26 სოფელი. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.მისივე ცნობით, ამავე პერიოდში უკრაინელებმა დაახლოებით 10 000 რუსი სამხედრო მოკლეს, 6 600-ზე მეტი კი დაშავდა.„მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე ჩვენმა საჰაერო-სადესანტო ძალების მეომრებმა და სხვა დანაყოფებმა ოლექსანდრივსკის სექტორში ეფექტური შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენი ჯარების აქტიური ოპერაციების წყალობით, ოკუპაციის კონტინგენტს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგა. რუსეთის დანაკარგებმა, სულ მცირე, 9 550 დაღუპული და 6 600-ზე მეტი დაჭრილი შეადგინა. უკრაინის „ტყვეთა გაცვლის ფონდიც“ შეივსო. ოპერაციის განმავლობაში გათავისუფლდა 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. დნეპრის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 სოფელი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა“, – აცხადებს ზელენსკი.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და კიევი ოპერაციებს ზუსტად ახორციელებს.„ჩვენი ეს შეტევითი ოპერაცია ზუსტად განხორციელდა, ზუსტად ისე, როგორც იყო დაგეგმილი. დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მიხაილ დრაპატიმ, გენერალური შტაბის უფროსმა იგორ სკაიბიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ძალების მეთაურმა ოლეგ აპოსტოლმა ამ აქტიური ოპერაციების შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ვამაყობ უკრაინელი მეომრების სიმამაცით! დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ზელენსკი

მსოფლიო 1785352038

დონალდ ტუსკთან განვიხილეთ უსაფრთხოების გამოწვევები, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხსაც აქვს, მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა, რომელთაც პოლონეთში თავშესაფარი იპოვეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი განიხილა.როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ტუსკთან უსაფრთხოების გამოწვევებზე პოლონეთში მცხოვრები უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე ისაუბრა.„განვიხილეთ უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ ხალხსაც აქვს. მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა, რომლებმაც ომის გამო სახლები დატოვეს და პოლონეთში თავშესაფარი იპოვეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – აცხადებს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, თავდაცვითი თანამშრომლობა.ზელენსკის შეფასებით, თავდაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან უკრაინის უსაფრთხოება პოლონეთისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული.ამასთან, ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის პრემიერს ვაშინგტონში ვიზიტის შედეგების შესახებაც დაწვრილებით უამბო.თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ზლენსკისთან შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს პოლონეთის ინვესტიციები უკრაინაში, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და კიევის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პოლონეთი

მსოფლიო 1784658720

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews.პოლონეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ პოლონური პრესისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, პოლონეთში ეროვნული ნიშნით მოტივირებული თავდასხმების რაოდენობა სტაბილურად იზრდება.მიმდინარე თვეში ფართო რეზონანსი მოჰყვა ბიელსკო-ბიალას მუნიციპალურ ავტობუსში უკრაინელი მოზარდი გოგონების წინააღმდეგ განხორციელებულ უხეშ თავდასხმას. ზრდასრულმა მამაკაცმა გოგონები სიტყვიერად შეურაცხყო, დაემუქრა და შეავიწროვა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი უკრაინულად საუბრობდნენ.და ეს მხოლოდ ერთი ინციდენტია იმ 180 შემთხვევიდან, რომლებიც პოლიციას 2026 წლის პირველ ნახევარში აცნობეს.მონაცემები ცხადყოფს, რომ პოლონეთში უკრაინელების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.2024 წელს პოლონეთში მცხოვრებმა უკრაინელებმა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ პოლიციას 267 განცხადებით მიმართეს. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 275-მდე გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში შესული 180 შეტყობინება კი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უკვე 30%-ზე მეტ ზრდას, ხოლო 2024 წელთან შედარებით თითქმის 35%-იან მატებას წარმოადგენს.

ზელენსკი

მსოფლიო 1783450589

Euronews: უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა ნატოში გაწევრება და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია

უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა ნატოში გაწევრიანება და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და ალიანსში მისი გაწევრიანება „სრულიად ბუნებრივი“ იქნებოდა, - წერს Euronews.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნატოს წევრი უნდა გახდეს, რადგან ის უკვე ფლობს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საბრძოლო შესაძლებლობებს.ანკარაში, ნატოს თავდაცვის ინდუსტრიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აღარ არის უსაფრთხოების მიმღები, არამედ ახლა მისი მომწოდებელია.კიევის სამხედრო ძალები ევროპისთვის „არაჩვეულებრივი თავდაცვითი შესაძლებლობების წყაროდ“ იქცა, განაცხადა ზელენსკიმ, რაც უკრაინის სწრაფი ტექნოლოგიური ადაპტაციის დამსახურებაა.„ნუთუ მართლა გჯერათ, რომ სწორი იქნება ნატოს გარეთ დავტოვოთ ქვეყანა და ხალხი, რომელსაც თავდაცვის ასეთი დონე აქვს?“ - იკითხა მან. „თუ ჩვენ უკვე გვაქვს ეს შესაძლებლობები, თუ უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ იბრძოლონ ასე, მაშინ აზრი აქვს, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. ეს ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს“.ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანება გააძლიერებს ნატოს შემაკავებელ ძალას რუსეთის წინააღმდეგ.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1781589213

შალვა პაპუაშვილი: ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე". ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ

 გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია.მისი თქმით, ბრიუსელის ეს იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს.,,ამავე დროს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს.ასეთ მომენტში, ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - "არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე". ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას - აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, "პირველხარისხოვან" და "მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს.ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში", - წერს პაპუაშვილი.

რადოსლავ სიკორსკი

მსოფლიო 1781538122

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორშაბათს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველი „კლასტერი“ გაიხსნა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს მათ დასრულებას.„თუმცა კარგია, რომ უკრაინა არა მხოლოდ კანდიდატია, არამედ უკვე ისეთი კანდიდატი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან ეს უკრაინასაც და ჩვენც უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობების საბოლოო მიზანს გვისახავს. უკრაინელებმა ახლა უკვე ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.მან დასძინა, რომ ევროკავშირის არსებობის ყოველ ათწლეულთან ერთად მასში გაწევრიანება სულ უფრო რთულდება და არა მარტივდება, რადგან ევროპული სამართლის მემკვიდრეობა და ინტეგრაცია სულ უფრო ფართოვდება და ღრმავდება.„ჩვენ შემთხვევაში თავად ტექნიკურმა მოლაპარაკებებმა, ალბათ, შვიდი წელი წაიღო. უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ უკრაინაც მზად იქნება, ჩვენც მზად ვიქნებით და რომ გაფართოება ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება. ამიტომ, ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. უკრაინა კავშირს მაშინ შეუერთდება, როდესაც ისიც და ჩვენც ამისთვის მზად ვიქნებით“, - შეაჯამა სიკორსკიმ.

ზელენსკი

მსოფლიო 1779082564

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე ბალანსის შეცვლის შესახებ განაცხადა

 ომის ფრონტზე ბალანსი შეიცვალა, - განაცხადა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის აქტივობამ რუსეთისას გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. მანამდე უკრაინელებმა მოსკოვის ოლქზე დრონებით ყველაზე მასირებული იერიში მიიტანეს, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა.„ბევრი რამ გაკეთდა, რამაც ფრონტზე ბალანსის შეცვლა განაპირობა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი აქტივობის მაჩვენებელი აჭარბებს რუსების აქტივობის მაჩვენებელს, რაც ძალიან სერიოზული შედეგია. ჩვენ გავზრდით ჩვენი არმიისთვის ყველა სახის მიწოდებას - დრონების, ნაღმმტყორცნების, საბრძოლო მასალის - ყველა რესურსის, ადეკვატური დაცვისა და ფრონტზე ჩვენი აქტიური ოპერაციების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო 1775649000

ჯეი დი ვენსი: რუსეთ-უკრაინის ომს აზრი აღარ აქვს, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული კომენტარები მას შემდეგ, რაც ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის სესხი დაბლოკა, „სკანდალური“ იყო.ვენსის თქმით, კიევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიუღებელია, ასეთი საქციელი მოკავშირეებს შორის ზღვარს სცილდება და არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. და რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ ეს არის ყველაზე რთული გადასაჭრელი ომი. გარკვეულწილად, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამას უკვე 14 თვეა, ვაკეთებთ და უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.„რადგან ომს, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს. რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს დამატებით ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად? ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად? და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. მაგრამ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი და პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებენ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მუშაობას, ფუნდამენტურად ჩვენ მხოლოდ კარის გაღება შეგვიძლია. რუსებმა, უკრაინელებმა ეს უნდა გაიარონ“, – განაცხადა მან.