ვლადიმირ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მსოფლიო 1765558763

თურქული მედია: ერდოღანმა და პუტინმა თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვრცელი მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.ერდოღანმა და პუტინმა დახურული შეხვედრა გამართეს აშხაბადში გამართული „საერთაშორისო მშვიდობისა და ნდობის ფორუმის“ ფარგლებში.ერდოღანმა და პუტინმა მიანიშნეს მოსკოვსა და ანკარას შორის სტაბილურ ურთიერთობებზე, შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობა „ძალიან კარგად ვითარდება ყველა სფეროში“, მიუხედავად გარკვეული გადაუჭრელი საკითხებისა.კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-თურქეთის კავშირების „მრავალმხრივი და დივერსიფიცირებული“ სტრუქტურა, განსაკუთრებით სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ეხმარება ორივე ქვეყანას გაუძლოს იმას, რასაც პესკოვმა „მესამე მხარეების“ ზეწოლა უწოდა.

პუტინი

მსოფლიო 1765261043

Corriere della Sera: პუტინის იზოლაცია მითია

იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-ს ცნობით, გასულმა კვირამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აჩვენა, რომ რუსეთის „იზოლაციაზე“ საუბარი დასავლური პოლიტიკური კლიშეა.„მოსკოვი ერთდროულად აძლიერებს თავის პოზიციებს ფრონტის ხაზზე, დიპლომატიაში და ძირითად გლობალურ მოთამაშეებთან - ინდოეთიდან ჩინეთამდე - ურთიერთობებში“, - ნათქვამია სტატიაში.იტალიელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პოკროვსკის და კუპიანსკის აღების შესახებ ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ განცხადებების სიმბოლიზმი მთავარ მიზანს ემსახურება - რუსეთის გამარჯვების გარდაუვალობისადმი ნდობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვალში. უფრო მეტიც, პუტინის ხუთსაათიანი მოლაპარაკებები სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ზუსტად ისე წარიმართა, როგორც კრემლს იმედი ჰქონდა: არანაირი ულტიმატუმი და არანაირი ზეწოლა.„ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები სრულიად შეესაბამება ჩვენს პოზიციას“, - ციტირებს გაზეთი რუსეთის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის სიტყვებს.სტატიაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის დიპლომატიური აქტივობა მხოლოდ ძლიერდება.„პუტინი დემონსტრაციულად წარმატებულ ვიზიტს ახორციელებს ინდოეთში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოსკოვში იმყოფება, ემანუელ მაკრონი კი უშედეგოდ ცდილობს ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის დარწმუნებას, მხარი დაუჭიროს ევროპულ ხაზს უკრაინასთან დაკავშირებით“, - წერს ავტორი.გაზეთი ასკვნის, რომ ევროპა დაბნეულია და შეერთებული შტატები სულ უფრო ღიად აშორებს მას იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს კონტინენტზე.იტალიელი ავტორების დასკვნა ნათელია: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სამშვიდობო პროცესი, მით უფრო წინ მიიწევს რუსული არმია და მით უფრო ძლიერდება კრემლის დიპლომატიური პოზიცია. ამიტომ, პუტინის „იზოლაციის“ საკითხი, წერს გამოცემა, ახლა რიტორიკულად გამოიყურება - ეს სინამდვილეში არასდროს მომხდარა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1764676018

პესკოვმა დაადასტურა, რომ უიტკოფთან ერთად პუტინს ტრამპის სიძე შეხვდება

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, მოსკოვის დროით დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყება და კრემლში გაიმართება. მან ასევე დაადასტურა, რომ უიტკოფთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, ჩამოვა, რის შესახებაც ადრე არაერთი მედიასაშუალება წერდა.პესკოვის თქმით, ამერიკულ დელეგაციაში თარჯიმნების გარდა სხვა არავინ იქნება. მოსკოვში უიტკოფის წინა ვიზიტების შემდეგ, მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პუტინთან მარტო ჩამოდიოდა და კრემლის თარჯიმნის დახმარებას ეყრდნობოდა. კითხვაზე, თუ რა დრო არის გამოყოფილი შეხვედრისთვის, პესკოვმა უპასუხა: „რამდენიც საჭირო იქნება“.რუსული სააგენტოები ასევე იტყობინებიან, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ადრე უიტკოფი დაფრინავდა, მაიამიდან მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“ უკვე დაეშვა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1764332280

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-მ რუსეთს „სამშვიდობო გეგმის“ პარამეტრები გაუგზავნა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-მ რუსეთს „სამშვიდობო გეგმის“ პარამეტრები გაუგზავნა.საუბარია იმ „სამშვიდობო გეგმაზე“, რომლის პუნქტებიც ჟენევაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის კონსულტაციებისას შეიცვალა.„ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია და მომავალ კვირას მოსკოვში განიხილება“, – აღნიშნა პესკოვმა.მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და დენ დრისკოლს დაავალა „სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტის პირობების შედგენა. ამისთვის უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება.

პესკოვი

მსოფლიო 1764192477

სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ვინც ითხოვს, სამშვიდობო პროცესის შეფერხება სურს - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ითხოვს, სამშვიდობო პროცესის შეფერხება სურს.„უპირველეს ყოვლისა, ამაში ასეთი საშიში არაფერია. სავარაუდოდ,  ის ხმები, რომლებიც ახლა ვრცელდება – „გაათავისუფლეთ უიტკოფი“ – მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების ჩაშლას“, – აღნიშნა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი მოუთმენლად ელოდება  დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს.ცნობისთვის, „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი საუბრობენ. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ჩანაწერის მიხედვით, უიტკოფი უშაკოვს რჩევას აძლევს, „როგორ შეეძლო რუსეთს ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა“.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1762081058

პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად არ არსებობს - პესკოვი

კრემლი ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან შეხვედრას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის პრეზიდენტების შეხვედრა გადამწყვეტი არ არის.„პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად არ არსებობს. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ არა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების დეტალების დამუშავებას ენიჭება“, - განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1760709314

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს.„ის [ტრამპი-პუტინის შეხვედრა] შეიძლება გაიმართოს ორ კვირაში, ან უფრო გვიან. არსებობს საერთო აზრი, რომ ამის გადადება არ ღირს“, - თქვა პესკოვმა.როგორც პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინისა და ტრამპის შეხვედრამდე ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამართავენ. კრემლში აცხადებენ, რომ რუბიომ და ლავროვმა განსახილველი თემების ნუსხა უნდა ჩამოაყალიბონ და ტრამპისა და პუტინის სამიტში მონაწილე დელეგაციების შემადგენლობა განსაზღვრონ.ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა და პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1760268154

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია

 რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.დიმიტრი პესკოვის თქმით, „ტომაჰავკის“ გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარები ხშირად კეთდება, რასაც კრემლი ყურადღებით ისმენს და „სწავლობს“.მისივე განცხადებით, იარაღის სერიოზულობის მიუხედავად, „ტომაჰავკებს“ ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლა მაინც არ შეუძლია.„ტომაჰავკის“ საკითხი დიდ შეშფოთებას იწვევს და პრეზიდენტმა პუტინმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა. ეს იარაღი განსაკუთრებულია, ის შეიძლება, იყოს ბირთვული ან არაბირთვული. აქვს მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი, სერიოზული იარაღია. თუმცა, ის ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას ვერ შეცვლის“, – აცხადებს კრემლის პრესმდივანი.პესკოვის თქმით, „დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით, ყველა მხრიდან ძალიან დრამატული მომენტია“.„რუსული მხარე აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ასევე გვესმის, რომ ტრამპი მუდმივად საუბრობს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის აუცილებლობაზე და აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომ ის პოლიტიკურ ნებას ინარჩუნებს“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ევროპასა და კიევს ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთების სურვილი არ აქვთ

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1759422101

ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ არ ვართ მშვიდობასთან ახლოს - დიმიტრი პესკოვი

ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ არ ვართ მშვიდობასთან ახლოს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„არის ფაქტორები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს უფრო ართულებს. ჩვენი გადმოსახედიდან, მთავარი ფაქტორია ევროკავშირის პოზიცია – ევროპული ქვეყნების, რომლებიც კიევის რეჟიმს ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან განცხადებები შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ, პესკოვის აზრით, აშშ მაინც ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, გააგრძელოს ძალისხმევა პოლიტიკური და პრაგმატული შეთანხმების მისაღწევად.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1759318476

პესკოვი - რუსული მხარის დადანაშაულება მის მიერვე კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაბომბვაში, სულ მცირე, სისულელეა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსების მიერ დაბომბვას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სისულელე უწოდა.პესკოვის თქმით, რუსული მხარე მუდმივი კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.„როგორც თქვენ გესმით, სულ მცირე სისულელეა რუსული მხარის დადანაშაულება მის მიერვე კონტროლირებადი სადგურის დაბომბვაში. რუსული მხარე მუდმივ კონტაქტშია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. მიღებული ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად, აცნობებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადგურში არსებული ვითარების შესახებ“, – აღნიშნა პესკოვმა.ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის იერიშების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროქსელიდან გაითიშა და სიტუაცია საგანგებოა.

პესკოვი

მსოფლიო 1759315794

პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისთვის მზადება ამჟამად შეუძლებელია, რადგან უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას არ ჩქარობს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრისთვის მზადება ამჟამად შეუძლებელია, რადგან უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას არ ჩქარობს.პესკოვის მტკიცებით, რუსეთი კვლავ ღიაა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური კონტაქტების გზით გადასაჭრელად. კრემლის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ევროპის ქვეყნების ქმედებებზე ბალტიისპირეთში.„რიგ წყლებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, ევროპის ქვეყნები და სანაპირო სახელმწიფოები ახორციელებენ უამრავ პროვოკაციულ ქმედებას, რაც, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად არაფერს აკეთებს კომერციული ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ზოგჯერ ეს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, მიიღონ, ზომები წესრიგის აღსადგენად. ჩვენ ამას შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მარკ რუტე

მსოფლიო 1758831660

მარკ რუტე აცხადებს, რომ მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოზიციას, რომლის თანახმად, NATO-მ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას, რომლის თანახმად, NATO-მ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, NATO-მ უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რუტემ უპასუხა, რომ სრულიად ეთანხმება ტრამპს.NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის სამხედროებს რუსეთის მიერ დარღვევებზე რეაგირების კუთხით ათწლეულების გამოცდილება აქვთ.„ეს ნიშნავს, რომ პილოტები და სამხედრო პერსონალი მუდმივად აფასებენ საფრთხეებს და საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე, ამ თვითმფრინავებს ალიანსის ტერიტორიიდან გაიყვანენ. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ასევე მეტს გავაკეთებთ და უკიდურეს ზომებს მივიღებთ ჩვენი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა რუტემ.ამასთან, მარკ რუტე გამოეხმაურა დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომ რუსეთი არ არის „ქაღალდის ვეფხვი“, როგორც მას დონალდ ტრამპი უწოდებდა.„თუ შენ არ ხარ „ქაღალდის ვეფხვი“, არამედ ნამდვილი დათვი, მაშინ ამის გამოცხადება არ გჭირდება“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებას რუსეთის სისუსტედ მიიჩნევს.