„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1774971860
მოსკოვი ზომებს მიიღებს, თუ ევროკავშირის ქვეყნები რეალურად მისცემენ საჰაერო სივრცეს რუსეთზე დრონებით თავდასხმებისთვის – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსი სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ სიტუაციას და შესაბამის წინადადებებს ამზადებენ.
„ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ თუ საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ტერორისტული საქმიანობისთვის გამოიყენება, მაშინ ეს გვავალდებულებს, გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ როგორ აფასებს კრემლი რუსეთზე თავდასხმებისთვის ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცის სავარაუდო გამოყენებას.