26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1787690128
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
„კითხვაზე, რა არის რეტკლიფის ვიზიტის მიზანი, პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა The Post-ს განუცხადა, რომ ეს „უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდება“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, გუშინ ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში ჩავიდა.