mikheil cagareli

ასტროლოგია • 1791813120

„თეთრი მთვარის“ სასწორში გადასვლა, 3 გეომაგნიტური დღე  - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„გვაქვს საინტერესო, კარგი კვირა. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, ამიტომ სასიკეთო ცვლილებები იქნება, განწყობაც უკეთესია, ჯანმრთელობაც უმჯობესდება. არსებობს ასეთი მცნება, „თეთრი მთვარე“, რომელიც არის ჩვენი მფარველი ანგელოზი ასტროლოგიაში, ანუ ნათელი ენერგიების მატარებელია და გადადის სასწორის ზოდიაქოში 7 თვით.ეს მოვლენა ჩვენგან ითხოვს გავხდეთ სასწორი, ანუ მშვიდობის მტრედი, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ ყველგან, პრობლემები მშვიდობიანად უნდა მოაგვაროთ. საუკეთესო დრო მოდის ქორწინებისთვის. სიყვარული მიიღებს ლამაზ ელფერს“,- ამის შესახებ ქვეყნის ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე კვირის რეკომენდაციები გაუზიარა.მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი და კვირა.განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს პარასკევი, „სელენა“ შედის პირველ გრადუსში, რაც დამანგრეველია. ზოგიერთი გახდება უსამართლო და დამალავს სიმართლეს. შაბათი და კვირა საუკეთესო დღეებია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. სამშაბათი გამოიყენეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის.ნახეთ, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პროგნოზი მთელი კვირის განმავლობაში. 

გიორგი ჩაკვეტაძე

პოლიტიკა • 1791553786

გიორგი ჩაკვეტაძე ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნისა და კომპეტენციების გაღრმავების კუთხით, ასევე მის როლზე ქუთაისის განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში.„თანამედროვე დროში ტექნოლოგიები უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება. საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ფონზე, ინოვაციების წახალისება და მათი სამართლებრივი დაცვა ქვეყნის წინსვლის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ცოდნა, ინოვაცია და ინტელექტუალური საკუთრება ერთმანეთისგან განუყოფელია და სწორედ ამას ემსახურება საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი.ცენტრის გახსნა ტექნოლოგიურ ჰაბში შემთხვევითი არ არის: ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიურ გარემოსთან. ეს ჰაბი მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობას აერთიანებს, ხოლო სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს, რომ აქ შექმნილი ცოდნა და გამოგონებები სათანადოდ იყოს დაცული. სწორედ ასე ყალიბდება ინოვაციური მიდგომა და სექტორებს შორის თანამშრომლობა.მჯერა ეს თანამედროვე სივრცე მეცნიერებს, მკვლევრებს, გამომგონებლებსა და მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ცოდნა, რომელიც დაცული იქნება და იდეები, რომლებიც განვითარების საფუძველი გახდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში გაიხსნა. ცენტრის ინფრასტრუქტურა მოიცავს აუდიტორიებს, არქივს, ბიბლიოთეკას, საგამომცემლო-პოლიგრაფიულ ბაზას და სპეციალურ საგამოცდო სივრცეს.ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქპატენტი

საზოგადოება • 1791545217

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი ქუთაისში გაიხსნა

ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მე-4 სართული საქპატენტს 2024 წელს გადაეცა და  კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო - პოლიგრაფიული ბაზა, ასევე ცენტრში განთავსებულია სპეციალური საგამოცდო სივრცე.  ქუთაისში ცენტრის განთავსება და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ. გახსნის ცერემონიაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, სადაც ახალი სივრცის გახსნას უწყების ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა, რომელიც საქპატენტს შესაძლებლობას მისცემს გააფართოოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული განათლებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ჰაბად ჩამოყალიბებას.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) კომისრის მოადგილე რუი ვენბიაო და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი პროფესიული სერტიფიცირებისა და სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით ხავიერ სეუბა.ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოური ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.ახალი სივრცე მნიშვნელოვნად გააფართოებს ცენტრის შესაძლებლობებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. განათლების მიღების, პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ცენტრში უკვე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება, წინასაგამოცდო მოსამზადებელი კურსის გავლა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორების ჩართულობითა და ევროპის საპატენტო უწყების მხარდაჭერით. ცენტრი უმასპინძლებს კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს. სივრცე დაეთმობა, ასევე, საჯარო ლექციებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს.

საქპატენტი

საზოგადოება • 1791456220

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი სოსო გიორგაძესთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ესტუმრა

საქპატენტის მოწვევით საქართველოში იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, რომელიც საქპატენტის თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ესტუმრა. სტუმრებს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზე საქართველოში დაინერგა ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. 2025 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო. გასული აკადემიური წელი წარმატებით დაასრულა 14 სტუდენტმა. წელს კი სამაგისტრო პროგრამაზე 27 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის – 19 საქართველოს მოქალაქე და 8 უცხოელი სტუდენტი. უცხოელთაგან 5 სტუდენტის სწავლისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს სრულად დააფინანსებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO).შეხვედრის ფარგლებში WIPO-ს აკადემიის დირექტორი შეხვდა პროგრამის კურსდამთავრებულებს და, ასევე, სტუდენტებს, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ სამაგისტრო პროგრამაზე. ჩენმა მათთან ერთად განიხილა პროგრამის მიმდინარეობის საკითხები, სწავლების სპეციფიკა, ასევე საქართველოში თუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივები და მათ წარმატებები უსურვა.საგულისხმოა, რომ პროგრამის სწავლებას, KIU-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად, WIPO-ს ინიციატივითა და დაფინანსებით, უძღვებიან პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ენრიკო ბონადიო, დიდი ბრიტანეთის City University of London-ის პროფესორი, ალესანდრო კოგო, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები - დომინიკ ფორე და გაეტან დე რასენფოსი, ასევე დიოგო კოშტა კუნია, რომელიც სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევების ცენტრის (CEIPI) პროფესორია და WIPO-ს დელეგაციასთან ერთად ქუთაისში იმყოფება.KIU-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების ტრენინგ ინსტიტუტების პროგრამის ხელმძღვანელი დანიელა ლიზარზაბურუ აგილარი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გვანცა გუგეშაშვილი, KIU-ს მენეჯმენტის სკოლის დეკანი მირანდა კავაძე, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის უფროსი ლალი ამირანაშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე.

ლექცია

განათლება • 1791374013

ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“. შეხვედრა KIU-ს შემოქმედებით-ინოვაციურ სივრცეში - univerCity გაიმართა. ლექციას KIU-ს აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.ზვიად გაბისონიამ სტუდენტებს ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი ასპექტები გააცნო. მან სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივ მიდგომებზე ისაუბრა.მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და ეთიკურ-სამართლებრივ სტანდარტებზე.შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით, მისი რეგულირების სამართლებრივი ასპექტებითა და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი ტენდენციებით. შეხვედრაში KIU-ს სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა

ასტროლოგია • 1791290340

VIDEO: პლანეტა მერკური მორიელის ნიშანში გადავიდა - რას მოგვიტანს ტრანზიტი - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

პლანეტა მერკური (გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი) თავისი ენერგიით მართავს სამ სფეროს ჩვენი ცხოვრებისა. 30 სექტემბერს ის გადავიდა მორიელის ზოდიაქოში, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, დაახლოებით 6 დეკემბრამდე.ვისაც განზრახული აქვს რაღაცის ყიდვა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, იდეების რეალიზაცია 24 ოქტომბრამდე უნდა მოასწროთ, რადგან ამის შემდეგ მერკური გახდება უკუმავალი, 3 კვირით და იქ სიახლეების დანერგვა თითქმის შეუძლებელი იქნება.მგზავრობა-მოგზაურობაც 24 ოქტომბრის მერე გართულდება, ამიტომ ჯობს იქამდე მოასწროთ. 

კიუ

განათლება • 1791207350

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა.  ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო KIU-ს სკოლების სტუდენტთა სამეცნიერო და STEM მიმართულების პროექტები.საგამოფენო სივრცეში მოეწყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო-შემეცნებითი კუთხეები. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს Horizon EU ოფისისა და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის წარმომადგენლებმა, რომლებმაც წამოადგინეს პროექტები რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიღწევებისა და ინიციატივების შესახებ. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ.ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რეგიონული საგანმანათლებლო ფესტივალი მიუძღვნა მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილეს, რასთან დაკავშირებითაც მოხსენება გააკეთა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, KIU-ს პროფესორმა ალექსანდრე მესხმა.ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება და მეცნიერების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

მასტერკლასი

საზოგადოება • 1790775201

„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდა

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.მასტერკლასი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე შშმ პირმა მიიღო. „ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანი დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელი კი - გიორგი ისაკაძე. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, ორგანიზატორი - კომპანია „არტ ალიანსი“. ნინო მირიანაშვილი, მხატვარ-დიზაინერი: "ვიოლინოს ლეგენდარული ვირტუოზის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში ჩატარდა განსაკუთრებული შემოქმედებითი მასტერკლასი „ვენეციური ნიღბები“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ნამდვილი ვენეციური კარნავალის ატმოსფეროში გადაინაცვლეს. წინასწარ მომზადებული ქაღალდის საფუძვლების გამოყენებით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფორმეს და შექმნეს უნიკალური, ფერადი ნიღბები — დააწებეს სხვადასხვა ფორმის ქაღალდები ნიღბებს და შეაბეს ელეგანტური ლენტები. ეს პროცესი არ ყოფილა მხოლოდ მხიარული და შემოქმედებითი დღესასწაული: ფერად დეტალებთან მუშაობა და მათი დაწებება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წვრილი მოტორიკის, ყურადღების კონცენტრაციისა და კოორდინაციის განვითარებას.გულწრფელ მადლობას ვუხდით ფესტივალის დირექტორს, ქალბატონ ნინა ცაგარელს, ამ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. „ღამის სერენადების“ მხარდაჭერით გამართულმა მასტერკლასმა ბავშვებს უამრავი ღიმილი, დადებითი ემოცია და შემოქმედებითი სიხარული აჩუქა, ხოლო მათ მიერ შექმნილი ნიღბები ინდივიდუალური ფანტაზიისა და ნიჭის ბრწყინვალე გამოვლინებად იქცა."

mikheil cagareli

ასტროლოგია • 1790022897

„კოსმოსური კარიბჭე იხსნება“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას 23 სექტემბრისთვის სპეციალურ რიტუალს უზიარებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, წელიწადში სულ ოთხი განსაკუთრებული დღეა, როდესაც სამყაროში „პორტალი“ იხსნება და დედამიწაზე სასიკეთო ენერგიები შემოდის. ცაგარელი 23 სექტემბერს საზოგადოებას სურვილების ჩამონათვალის შექმნას ურჩევს. „აიღეთ ფურცელი და 23 რიცხვში ჩამოწერეთ სურვილები: მიუთითეთ სახელი, გვარი, თუ რით გინდათ მიაღწიოთ მიზნებს და განსაზღვრეთ კონკრეტული ვადა. ასე გააკეთა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, რომელმაც დაწერა, რომ 5 წლის შემდეგ 10 მილიონი სურდა. ზუსტად ხუთ წელში მან მიიღო როლი, სადაც სწორედ 10 მილიონი გამოიმუშავა. კოსმოსური კარიბჭე გაძლევთ საშუალებას ეს „ჩეკი განაღდდეს“, - აცხადებს ცაგარელი. 

სხვადასხვა

ასტროლოგია • 1789416185

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

საინტერესო მოვლენებით აღსავსე კვირაა. შეხვედრა, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, ეს ყველაფერი რეკომენდებულია 18 სექტემბრამდე.შემდეგ კვირას დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს მეტს სირთულეებს, პრობლემებს. დღეს, 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) ცხრა თვით თხის რქაში გადადის. რისკჯგუფშია ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. მოტეხილობების დროა. ფრთხილად იყავით გვირაბებში, მეტროში.ეკოლოგიური საფრთხის ალბათობაც არის. მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. გარდა ამისა, ასტეროიდი ქირონი, სამართლიანობის სიმბოლო გადადის ვერძში. ხვალ და ზეგ კოსმოსი მოუწყობს გამოცდას იმ ადამიანებს, ვისაც ფინანსური საკითხები, ურთიერთობები არამდგრადი აქვს. შაბათი და კვირა კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად. 

Kiu

განათლება • 1789396440

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი.პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.KIU 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა.  უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ - ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.  2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, აკადემიურ პროგრამებთან ერთად, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქია. განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი სტუდენტებს სთავაზობს როგორც მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ასევე, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურასა და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს.

ცაგარელი

ასტროლოგია • 1789233154

„ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გველის… ფრთხილად იყავით…“ – რას ნიშნავს და რა პერიოდს მოიცავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

მიხეილ ცაგარელი გვიხსნის, რას ნიშნავს შავი მთვარე თხის რქის ზოდიაქოში. როგორც ასტროლოგი გადაცემაში, „შუადღის“ ეთერში ამბობს, მნიშვნელოვანი პერიოდი დგება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 სექტემბრიდან 2027 წლის 11 ივნისამდე, გადის ყველა ნიშანს, ამ პერიოდში კი ის იქნება თხის რქის ზოდიაქოში.

✕